სამართლებრივი დაცვის ცენტრმა კონსულტაცია ორი ათასამდე ადამიანს ჩაუტარა

© photo: Sputnikსაქართველოში რუს თანამემამულეთა უფლებების დაცვის ცენტრი
საქართველოში რუს თანამემამულეთა უფლებების დაცვის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზაცია ატარებს გასვლით სემინარებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადაც რუს თანამემამულეებს აცნობს საქართველოს საკანონმდებლო ბაზას და არიგებს შესაბამის ცნობარებს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში რუს თანამემამულეთა სამართლებრივი დაცვის ცენტრმა გახსნის დღიდან 1702 კაცს გაუწია კონსულტაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბეჟენცევმა, „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე პარასკევს 4 სექტემბერს. 

 საქართველოში რუს თანამემამულეთა სამართლებრივი დაცვის ცენტრი 2013 წლის 1 ივლისს დაარსდა. ცენტრის ძირითადი მიზანია საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს გაუწიოს სამართლებრივი ან სხვა სახის დახმარება, მათი უფლებების, თავისუფლების და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო სამართლის ნორმების  და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად. 

 „ჩვენ 1 ივლისს დავიწყეთ მუშაობა და უკვე აქტიურ კონსულტაციებს ვატარებდით 15 რიცხვიდან. 2013 წლის 15 ივლისიდან 2015 წლის 30 ივნისამდე ჩატარდა 1702 ინდივიდუალური კონსულტაცია. მათგან 1441 კონსულტაცია — სამოქალაქო საქმეზე და 261 კონსულტაცია — სისხლის სამართლის საქმეზე“, — თქვა ბეჟენცევმა. 

 ორგანიზაცია ატარებს გასვლით სემინარებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადაც რუს თანამემამულეებს აცნობს საქართველოს საკანონმდებლო ბაზას და არიგებს შესაბამის ცნობარებს. 

 „ჩვენ ვიყავით აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთშ, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში და ა.შ. ძირითადად სემინარებს ვატარებთ ადგილებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ რუსი თანამემამულეები და სადაც აქტიურად მუშაობენ მათი ორგანიზაციები. სემინარების მსვლელობისას ჩვენ მათ ვაწვდით ინფორმაციებს ჩვენი პროექტის მიზნებზე და ამოცანებზე… ჩვენი იურისტები ატარებენ ლექციებს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობზე“, — განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ დიმიტრი ბრეგვაძემ. 

 საქართველოში რუს თანამემამულეთა სამართლებრივი დაცვის ცენტრს საკუთარი ვებ პორტალიც აქვს —  pravfond.ge, სადაც განთავსებულია საკანონმდებლო აქტები და ნორმატივები, ასევე საქართველოს კონსტიტუცია. ორგანიზაციის თანამშრომლები ასევე ატარებენ ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციებს.

 „სამართლებრივი დაცვის ცენტრს აქვს გვერდი pravfond.ge, რომელზეც ყველას შეუძლია გაეცნოს არა მარტო კანონმდებლობას და სიახლეებს, არამედ შეავსოს ონლაინ ანკეტა. კომუნიკაციის ეს ფორმა ძალიან ეფექტური და მოსახერხებელია. ყველაზე ხშირად კითხვები ადმინისტრაციულ სამართალს ეხება… აქტუალურია საკითხები ორმაგი მოქალაქეობისა და მუდმუვი ცხოვრების უფლების  მიღების შესახებ“, — თქვა ცენტრის იურისტმა ლანა ადამიანმა. 

 საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ხშირად მიმართავენ ცენტრს ამა თუ იმ კანონის ან ტერმინის განმარტების თხოვნით. სწორედ ამ მიზნით თარგმნიან საქართველოს კანონმდებლობის იურიდიულ დოკუმენტაციასა და საკანონმდებლო აქტებს ცენტრის თანამშრომლები და შემდგომში ვებ-გვერდზე განათავსებენ. 

 „საქმე იმაშია, რომ ქართული ენა საკმაოდ რთული აღსაქმელია, თანამემამულეთათვის, იმათთვისაც კი, ვინც მას ფლობს. ამიტომ ხშირად მოგვმართავენ თხოვნით, რომ გადავთარგმნოთ რომელიმე კანონის, პუნქტის ან ტერმინის საკანონმდებლო აქტები ან განმარტებები“, — აღნიშნავს ცენტრის იურისტ-მთარგმნელი ნინო ქართველიშვილი. 

 სამართლებრივი დაცვის ცენტრის ძირითადი დონორი საზღვარგარეთ მცხოვრები რუსი თანამემამულეების უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის ფონდია, რომელმაც ცენტრთან თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გააგრძელა. 


ყველა ახალი ამბავი
0