ოთარ ჭილაძის რომანი თურქულ ენაზე გამოიცა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომანი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით თურქულ ენაზე ფარნა-ბექა ჩილაშვილმა თარგმნა. წიგნი გამომცემლობა "Aylak Adam Kültür Sanat Yayıncılık"-მა გამოსცა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მწერლის, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ნომინანტის ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი პირველი რომანი თურქულ ენაზე ითარგმნა, იტყობინება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი.

 რომანი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ ცენტრის მხარდაჭერით თურქულ ენაზე ფარნა-ბექა ჩილაშვილმა თარგმნა. წიგნი გამომცემლობა "Aylak Adam Kültür Sanat Yayıncılık"-მა გამოსცა. 

 ოთარ ჭილაძის პირველი რომანი 1973 წელს გამოიცა. მწერალმა მასში იმ ეპოქის სურათები გააცოცხლა, როცა ბერძნებმა პირველად დადგეს ფეხი საქართველოში. მოქმედება ძლევამოსილ კოლხიდაში ხდება. რომანის მთავარი მოქმედი გმირები კოლხების მეფე, მისი ქალიშვილი და ოქროს საწმისის მაძებარი ბერძენი იაზონი არიან. 

 ოთარ ჭილაძე (1933-2009) ქალაქ სიღნაღში დაიბადა. 1956 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 

 ჭილაძე ავტორია ათეულობით პროზაული ნაწარმოებისა და რომანის. მისი სცენარით არის გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი „ლონდრე“ (1965). მწერალს თარგმნილი აქვს ა.ს. პუშკინის რამდენიმე პოემა და რამდენიმე მსოფლიო კლასიკოსის ნაწარმოები. 

 მწერალს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო (1993), ილია ჭავჭავაძის სახელობისა (1997) და შოთა რუსთაველის სახელობის (1983) პრემიები. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და ნობელის პრემიის ნომინანტი.

 1997 წლის 31 მარტს დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით.

 2003 წელს მიიღო „საბა“ საუკეთესო რომანისთვის „გოდორი“.


ყველა ახალი ამბავი
0