ელჩი: პრემიერის ვიზიტი უკრაინაში ძალაში რჩება

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული წლის დეკემბერში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საქართველოს პრემიერ მინისტრის ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის მზადება კიევში, რომელიც იანვარ-თებერვლისათვის დაიგეგმა. მოგვიანებით განაცხადეს, რომ ვიზიტი გადადებულია.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას სავარაუდოდ მიმდინარე  წლის ბოლომდე ესტუმრება, აცნობა ჟურნალისტებს უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლბამ პარასკევს, 4 სექტემბერს. 

„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ძალაშია, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე… სავარაუდოდ იგი წლის ბოლომდე შედგება…“, — თქვა უკლებამ თბილისში. 

გასული წლის დეკემბერში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის მზადება კიევში, რომელიც იანვარ-თებერვლისათვის დაიგეგმა. მოგვიანებით განაცხადეს, რომ ვიზიტი გადადებულია. 


ყველა ახალი ამბავი
0