საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების მომზადების ვადა გაგრძელებულია

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელების ინიციატორები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე არიან.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო ორგანო აპირებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მისცეს დამატებითი დრო, 2016 წლის 29 თებერვლამდე, ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად. 

 პარლამენტის დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კომისია 2013 წლის ოქტომბერში შეიქმნა საქართველოს კონსტიტუციის გადახედვის მიზნით კანონპროექტის მოსამზადებლად. დაგეგმილი იყო, რომ ცვლილებები 2015 წლის 15 სექტემბრისთვის იქნება მზად, თუმცა სამუშაო პროცესის მსვლელობისას წარმოიქმნა კითხვები, რომელთათვისაც აუცილებელია დამატებითი განხილვა.

 „მიზანშეწონილია განისაზღვროს ახალი თარიღი, რათა კომისიამ პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი კონსტიტუციის გადახედვაზე 2016 წლის 29 თებერვლამდე“, — ნათქვამია პარლამენტის ზემოთაღნიშნული დადგენილების განმარტებაში.

 სახელმწიფო კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელების ინიციატორები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე არიან. 

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლომ 28 მაისს არაკონსტიტუციურად სცნო საარჩევნო კოდექსის ნორმა, რომელიც ეხება ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების განაწილების პრინციპს რაიონების რაოდენობის მიხედვით. 

 როგორც სასამართლოში განმარტეს, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები მექანიკურად მიაბა რაიონებს ისე, რომ არ გაითვალისწინა დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა. 


ყველა ახალი ამბავი
0