საქართველოს პრეზიდენტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ხელს მაინც მოაწერს

© photo by Alexander Imedashvili, NEWSGEORGIAგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტმა გუშინ ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელს მოაწერს კანონპროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, რომელსაც მანამდე ვეტო დაადო.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

„მე და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ფაქტობრივად, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა ბევრად უფრო დახვეწილი კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფდა საბანკო ზედამხედველობის საკითხებს. პარლამენტმა ჩემი პოზიცია არ გაიზიარა, მე პატივს ვცემ პარლამენტის პოზიციას, მეტიც, იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ამ ნაბიჯით თავის თავზე აიღეს და, რა თქმა უნდა, ხელს მოვაწერ ამ კანონზე“, — განაცხადა პრეზიდენტმა. 

გიორგი მარგველაშვილმა მანამდე იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის დეპუტატები გაითვალისწინებდნენ მის შენიშვნებს და მიიღებდნენ კანონპროექტს, რომელიც ეროვნულ ბანკს ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციას შეუნარჩუნებდა  და კიდევ უფრო გააძლიერებდა მის დამოუკიდებლობას. 

ოპოზიციური პარტიების — ენმ–სა და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხში. ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის შესახებ ინიციატივა უფრო მეტად პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი, ვიდრე ეკონომიკური აუცილებლობით. 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკრიტიკა პოლიტიკური ოპონენტები, რომლებმაც მისი თქმით, ხელოვნური აჟიოტაჟი შექმნეს ინვესტორთა დასაშინებლად.

 


ყველა ახალი ამბავი
0