საქართველოს პრეზიდენტს დაბადების დღე ამბასადორიალის მონაწილეებმა მიულოცეს

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილისათვის დაბადების დღის მილოცვით დაიწყო, რომელსაც ამბასადორიალის მონაწილეები აპლოდისმენტებით შეუერთდნენ.

თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დაბადების დღე  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის (ამბასადორიალი) დროს მიულოცა, რომელიც პარასკევს, 4 სექტემბერს გაიმართა.

დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილისათვის დაბადების დღის მილოცვით დაიწყო, რომელსაც ამბასადორიალის მონაწილეები აპლოდისმენტებით შეუერთდნენ.

გიორგი მარგველაშვი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდა, 1969 წლის 4 სექტემბერს თბილისში დაიბადა.


ყველა ახალი ამბავი
0