სააკაშვილმა მისი გაპრემიერების შესახებ პეტიციაზე კომენტარი გააკეთა

© facebook.com/SaakashviliMikheilმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა ელექტრონული პეტიცია მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ–მინისტრად დანიშვნის მოთხოვნით.

თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik.  უკრაინულ გამოცემა "Фокус" –თან ინტერვიუში ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა იმის შესახებაც, გეგმავს თუ არა იგი უკრაინის პრემიერ–მინისტრობას.

„პრემიერ–მინისტრობას არ ვაპირებს. ეს ყველაფერი სპეკულაციებიდა პოლიტიკური ინტრიგებია“, – განაცხადა მან.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა ელექტრონული პეტიცია მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ–მინისტრად დანიშვნის მოთხოვნით.

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად 30 მაისს დაინიშნა. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც 2013 წლის ნოემბერში გიორგი მარგველაშვილი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის  თანხის გაფლანგვის ბრალდება დაუსწრებლად წაუყენა. მოგვიანებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნა გამოცხადდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0