12 ლტოლვილის დაღუპვასთან დაკავშირებით, პოლიციამ 4 პირი დააკავა

© photo: Sputnik / Юрий Кавер / გადასვლა მედიაბანკშიეგეოსის ზღვა
ეგეოსის ზღვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიელი ლტოლვილების საბერძნეთში გადაყვანის 4 ორგანიზატორი თურქეთის პოლიციამ დააკავა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სირიის 4 მოქალაქე, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს სირიელი ლტოლვილების თურქეთიდან ბერძნულ კუნძულ კოსზე გადაყვანის ორგანიზებაში და რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიხრჩო, თურქეთის პოლიციამ დააკავა, იტყობინება ხუთშაბათს ტელეარხი Haber Turk სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით.

 12 სირიელი ლტოლვილი, მათ შორის 8 ბავშვი დაიღუპა ოთხშაბათს ეგეოსის ზღვაში თურქეთის ქალაქ ბოდრუმთან, ორი რეზინის ნავის შეჯახების შედეგად.

 თურქეთში მყოფი 2 მილიონამდე სირიელი ლტოლვილიდან ათეულობით ათასმა ადამიანმა, ზაფხულის განმავლობაში მოახერხა საბერძნეთის კუნძულებზე გადასვლა. ყოველდღიურად საბერძნეთში 2 ათასამდე არალეგალური მიგრანტი ჩადის. 

 2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 340 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ექსპერტთა მოსაზრებით, არალეგალურ მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია მოცემულ მომენტში, ევროკავშირის ქვეყნებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაადგილებულ პირთა ყველაზე უარესი კრიზისია. გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი კვირას ერთობლივი მოწოდებით გამოვიდნენ, რათა სასწრაფოდ მოწვეულ იქნას ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების სხდომა მზარდ მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით. 


ყველა ახალი ამბავი
0