ნატომ ლიტვასა და 5 ქვეყანაში ალიანსის სამეთაურო პუნქტები გახსნა

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
3 სექტემბერს ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში და ბულგარეთში ნატოს სამეთაურო ცენტრების ოფიციალური გახსნა შედგა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ და ბალტიის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ხუთშაბათს ვილნიუსში ალიანსის სამეთაურო პუნქტი გახსნეს, იტყობინება ინტერნეტ პორტალი Delfi. ასევე შედგა ნატოს სამეთაურო ცენტრების გახსნა ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთშ, რუმინეთსა და ბულგარეთში. 

 „დღეს ლიტვასა და კიდევ რეგიონის 5 სახელმწიფოში ოფიციალურად იხსნება სამეთაურო ცენტრები, რაც მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ რეაგირება მოვახდინოთ და მოვიგერიოთ ნებისმიერი მუქარა“, — თქვა გრიბაუსკაიტემ.

 ექვსი შტაბიდან თითოეულში დაახლოებით 40 ოფიცერი იმუშავებს. ნატოს სახელმძღვანელო სტრუქტურის ეს ელემენტები შექმნილია ნატოს განსაკუთრებით მაღალი მომზადების ძალების მიღებისათვის  მზადების გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სწავლებების კოორდინირების მიზნით. ნატოს ოფიციალური სამეთაურო პუნქტები აქტივირებული იყო სამშაბათს, ხოლო სრულ საოპერაციო მზადყოფნას, მათ მომავალ წელს დაგეგმილი ნატოს ვარშავის სამიტისათვის უნდა მიაღწიონ. 

 „შტაბების გახსნა — ეს ნატოს სოლიდარობის სიმბოლოა. ნატოს დროშები აღიმართება 6 მოკავშირე ქვეყანაში და მთელი ალიანსი დიდ ნაბიჯს დგამს სოლიდარობის განმტკიცებისკენ, ძალების მოკრებისა და მზადყოფნის გაზრდისკენ“, — თქვა გახსნის ცერემონიაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მანამდე ლატვიაში ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრი გაიხსნა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0