რუსეთი შეშფოთებულია ევროპაში ლტოლვილებთან დაკავშირებული სიტუაციით

გამოწერა
„ყველაფერი რაც ჩვენ როგორც რუსულ მხარეს შეგვიძლია გავაკეთოთ ტანჯვის შესამსუბუქებლად, როგორც თავად ლტოლვილების, ასევე ევროპელებისათვის, ამ საკითხის გადაწყვეტაში, რა თქმა უნდა გავაკეთებთ“, - თქვა ზახაროვამ

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვი შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ევროკავშირის უძლურებას  გაუმკლავდეს ლტოლვილთა ნაკადს და მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა შეუმსუბუქოს ტანჯვა ევროპაში ჩასულ იძულებით გადასახლებულ პირებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. 

 „ყველაფერი რაც ჩვენ, როგორც რუსულ მხარეს შეგვიძლია გავაკეთოთ ტანჯვის შესამსუბუქებლად, როგორც თავად ლტოლვილების, ასევე ევროპელებისათვის, ამ საკითხის გადაწყვეტაში, რა თქმა უნდა გავაკეთებთ“, — თქვა ზახაროვამ ხუთშაბათს, ბრიფინგზე. 

 მისი თქმით, ყველასათვის ნათელია, რომ ასეთი არნახული ლტოლვილთა კრიზისი რეგიონში პოლიტიკური რეჟიმების უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი ცვლილების პირდაპირი შედეგია.

 „მე ისევე როგორც თქვენ, ყოველ დღე ვუყურებ საშინელ კადრებს იმისა თუ რა ხდება ლტოლვილთა ნაკადებთან დაკავშირებით ევროპაში. დღეს მე ვნახე, თუ როგორ მშობიარობდნენ ქუჩებში ადამიანები, რომლებიც იქ ჩავიდნენ. წარმოგიდგენიათ რა პირობებში? მატარებლებს შტურმით იღებენ, საერთოდ ეს სიტუაცია  დაახლოებით გვაგონებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს. რა თქმა უნდა მასშტაბები ჯერ კიდევ არ არის ისეთი, მაგრამ დინამიკაში, ტენდენციით, ძალიან გავს. გულწრფელად, გაკვირვებულები და ძალიან შეშფოთებულები ვადევნებთ თვალყურს ევროკავშირის უძლურებას  გაუმკლავდეს ლტოლვილთა ნაკადს ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან“, — თქვა ზახაროვამ. 

 2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 340 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ექსპერტთა მოსაზრებით, არალეგალურ მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია მოცემულ მომენტში, ევროკავშირის ქვეყნებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაადგილებულ პირთა ყველაზე უარესი კრიზისია. 


ყველა ახალი ამბავი
0