თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ფიფა/კოკა-კოლას ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში, საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა შვიდი პოზიციით აიწია და დღეს მსოფლიოში 147-ე ადგილს იკავებს.
აგვისტოში კახა ცხადაძის გუნდს არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია და პოზიციების გაუმჯობესება პირველ რიგში სხვა გუნდების არადამაკმაყოფილებელ შედეგებთან არის დაკავშირებული.
ამ დროისათვის საქართველოს ნაკრები გუამისა და კუროსაუს გუნდებს შორის არის განთავსებული.
მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებების რეიტინგს არგენტინა უდგას სათავეში. მეორე ადგილზე ბელგიელები არიან და ლიდერთა სამეულს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი — გერმანიის ნაკრები ასრულებს.