თბილისის მოსახლეობისათვის ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზარდა

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიენერგოდამზოგავი ლამპა
ენერგოდამზოგავი ლამპა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 3 სექტემბრის საჯარო სხდომაზე მიიღო.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისში „თელასის“ აბონენტებისათვის ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ 1 კვტ.სთზე 3.3 თეთრით იზრდება.  

 შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 3 სექტემბრის საჯარო სხდომაზე მიიღო. 

 კომისიის გადაწყვეტილებით, „თელასის“ იმ აბონენტებისათვის, ვინც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარს, გადასახადი 2,97 თეთრით გაიზარდა და 11 თეთრი გახდა; 101-დან 301 კვტ.სთ-მდე 3,840 თეთრით და 14,4 თეთრი გახდა; 301 კვტსთ-ზე ზემოთ გაიზარდა 3,2 თეთრით და 18,2 თეთრი გახდა  1 კვტ.სთზე დღგ-ს გარეშე. მიმდინარე კურსი:1 დოლარი — 2,3 ლარია. 

 "თელასმა ', რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს თბილისს, განაცხადი მას შემდეგ შეიტანა, რაც კომპანია Energo-Pro Georgia-მ მიიღო ნებართვა ელექტროენერგიის ტარიფის მომატებაზე საქართველოს რეგიონებში 22%-ზე მეტად. 

 ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი“ ითხოვდა ტარიფის შეცვლას და სატარიფო განაცხადის მთავარ არგუმენტად მოჰყავდა დოლარის კურსის მკვეთრი ცვლილება ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში, შესყიდულ ელექტროენერგიაზე ფასის მატება და ტარიფის მომატება ელექტროენერგიის გადაცემაზე. 

 ტარიფი თბილისში კომერციული მომხმარებლებისთვისაც გაიზარდა. 

 „კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი უახლოეს დღეებში „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება, რის შემდეგაც ახალი ტარიფები ძალაში შევა და იმოქმედებს 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“- განაცხადა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პრეს-სპიკერმა ქეთევან ბერიკაშვილმა. 

 სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მთავრობა აპირებს სუბსიდიები გამოყოს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით. მთავრობის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის კორექტირებული სამომხმარებლო ტარიფის სუბსიდირებისათვის სოციალურად დაუცველი პირებისათვის რეგიონებში 2015 წლამდე 6 მილიონი ლარი გამოიყოფა. 

 სოციალური დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის ივნისისათვის, საქართველოში სულ 126 ათას 511 სოციალურად დაუცველი ოჯახია დარეგისტრირებული (საერთო რაოდენობის 11,9%) ან 377 ათას 971 ადამიანი (საერთო რაოდენობის 10,1%)

 23 ათას 332 სოციალურად დაუცველი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. ეს სტატუსი იმ მოქალაქეებს ენიჭებათ, ვინც კეთილდღეობის კრიტერიუმის შეფასებით ქულების შესაბამის რაოდენობას აგროვებს. 

 საქართველოს რეგიონებში 1 აგვისტოდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი Energo-Pro Georgia-ს მომხმარებლებისათვის 3,95 თეთრით გაიზარდა 1 კვტ.სთ-ზე. ეს გადაწყვეტილება GNERC- მა 23 ივლისს მიიღო. 


ყველა ახალი ამბავი
0