უკრაინელი სამხედროები ნატოს მსხვილმასშტაბიან სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას

© photo: Sputnik / Оксана Джадан / გადასვლა მედიაბანკშინატოს სამხედრო სწავლებები
ნატოს სამხედრო სწავლებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
21-დან 25 სექტემბრამდე, უკრაინის იაროვის პოლიგოინზე ნატოს საერთაშორისო სწავლებები „უკრაინა -2015“ ჩატარდება - სამოქალაქო ხასიათის კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებსთან დაკავშირებით. ამ სწავლებებში მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი 32 ქვეყნის 1000-მდე პირი მიიღებს.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას სახელწოდებით Trident Juncture-2015, იტყობინება ხუთშაბათს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან უკრაინის მისიისს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ეგორ ბოჟოკი. 

 უმაღლესმა რადამ გასული წლის დეკემბერში შეიტანა ცვლილება ორ კანონში, რითაც უარი განაცხადა სახელმწიფოს ბლოკის გარეშე სტატუსზე. პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ 2020 წლისათვის უკრაინამ უნდა უზრუნველყოს თავისი შეიარაღებული ძალების სრული თავსებადობა ნატოს წევრი ქვეყნების შესაბამის ძალებთან. 

 „ამოქმედებული იქნება ჩვენი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და შესაძლოა კიდევ ზოგიერთი თავდაცვითი კომპონენტი, გამომდინარე უკრაინის აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობიდან“,- ციტირებს დიპლომატს სააგენტო „უკრინფორმი“.

 ბოჟოკმა ასევე გაიხსენა, რომ 21-დან 25 სექტემბრამდე, უკრაინის იაროვის პოლიგოინზე ნატოს საერთაშორისო სწავლებები „უკრაინა —2015“  ჩატარდება — სამოქალაქო ხასიათის კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებსთან დაკავშირებით. ამ სწავლებებში მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი 32 ქვეყნის 1000-მდე პირი მიიღებს. 

 მანამდე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში შესასვლელად, მას დასჭირდება გარკვეული კრიტერიუმებისათვის მიღწევა, რომელთა რეალიზაციაზე ძალიან დიდი დრო დაიხარჯება. ამასთან, ნატო არ იღებს ქვეყნებს, რომელთაც აქვთ ტერიტორიული დავა, უკრაინას კი პრეტენზია აქვს ყირიმზე, რომელიც 2014 წლის მარტის რეფერენდუმის შედეგად რუსეთის ნაწილი გახდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0