ბათუმში „ალიანს პალასის“ მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

© www.facebook.com/www.mofea.ge"ალიანს პალასის" პროექტი
ალიანს პალასის პროექტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპლექსში, რომლის პირველ რვა სართულზე საერთაშორისო ბრენდ “Marriott“–ის სასტუმრო განთავსდება, სამშენებლო კომპანია „ალიანსი“ ააშენებს. Marriott International–თან ძირითადი მემორანდუმი უკვე გაფორმებულია და ამ ეტაპზე რიგი დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში მრავალფუნქციური 38–სართულიანი კომპლექსი „ალიანს პალასი“ აშენდება. ექსკლუზიური არქიტექტურისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე კომპლექსი ბულვართან ახლოს განთავსდება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია მიწისქვეშა ავტოსადგომის, ღია და დახურული აუზების, გამაჯანსაღბელი კომპლექსის, კაზინოსა და რესტორნის მშენებლობა.

კომპლექსში, რომლის პირველ რვა სართულზე საერთაშორისო ბრენდ “Marriott“–ის სასტუმრო განთავსდება, სამშენებლო კომპანია „ალიანსი“ ააშენებს. Marriott International–თან ძირითადი მემორანდუმი უკვე გაფორმებულია და ამ ეტაპზე რიგი დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ–ინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილ ხუთშაბათს, 3 სექტემბერს მრავალფუნქციური კომპლექსის საძირველის ჩაყრაში მიიღო მონაწილეობა, იუწყება პრემიერის პრეს–სამსახური.

 „ეს იქნება „ალიანს პალასის“ სასტუმრო და აპარტამენტები, რომლის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 65 მლნ ლარს (28,3 მლნ აშშ დოლარი). აქ დასაქმდება 1700 ადგილობრივი მცხოვრები, ხოლო ამოქმედების შემდგომ კომპლექსს 600 თანამშრომელი ეყოლება მუდმივად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა დამსწრეთ ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო ორ წელში გაიხსნება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი, რომელიც  მოწონებულია ამერიკელი პარტნიორების მიერ, ქართველ არქიტექტორს მინდია გურგენიძეს ეკუთვნის.

ბოლო სამ წელიწადში აჭარაში 20 სასტუმრო აშენდა, აქედან ოთხი –2015 წელს გაიხსნა, საერთო საინვესტიციო ღირებულება 700 მლნ აშშ დოლარს შეადეგენს, აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0