„ფორცა იტალია“: რომი რუსეთის იზოლაციის პოლიტიკის სიბეცეს აცნობიერებს

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშიიტალია
იტალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „ფორცა იტალიას“ („წინ, იტალია“) დეპუტატმა ქალბატონმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პარტია ყოველთვის მოუწოდებდა რუსეთის მოკავშირედ და არა დასავლეთის მტრად აღქმისკენ.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. იტალიის მთვარობა იაზრებს, რომ რუსეთის იზოლაციის პოლიტიკა მცდარია, წერს საკუთარ ოფიციალურ ბლოგში იტალიის პარლამენტის დეპუტატი, პარტია „ფორცა იტალიას“ სპიკერ დებორა ბერგამინი. 

პოლიტიკოსმა ასე განმარტება გააკეთა იტალიის თავდაცვის მინისტრ რობერტო პინოტის ამასწინანდელ განცხადებაზე. როგორც იტალიური სააგენტო Аskanews იუწყება, პინოტიმ განაცხადა, რომ „შეხედულებათა საერთო წერტილის მოსაძებნად, აუცილებელია რუსეთთან დიალოგის დაწყება“. 

„იტალიის მთვრობა, როგორც ჩანს, ბოლოსდაბოლოს ხვდება, რომ რუსეთის იზოლაციის პოლიტიკა სტრატეგიული სიბეცეა არა მარტო სახიფათო ეფექტის გამო, რომელსაც ის იტალიის ექსპორტზე ახდენს, არამედ გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც“, — დაწერა ბერგამინიმ თავდაცვის მინისტრის განცხადების პასუხად. 

პარტია „ფორცა იტალიას“ („წინ, იტალია“) დეპუტატმა ქალბატონმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პარტია ყოველთვის მოუწოდებდა რუსეთის მოკავშირედ და არა დასავლეთის მტრად აღქმისკენ. ბერგამინის თქმით, მოსკოვი ევროპის ქვეყნების მოკავშირე უნდა გახდეს, თუ მათ ტერორიზმის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის სტაბილიზაცია სურთ. 

„იმედი გვაქვს, რომ ამ ვითარების გაცნობიერება, რამაც უკვე დააგვიანა კიდეც, კურსისა და სტრატეგიის მკვეთრ ცვლამდე მიგვიყვანს“, — აღნიშნავს ბერგამინი. 

 


ყველა ახალი ამბავი
0