თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირის წევრმა–ქვეყნებმა 100 ათასი ლტოლვილი უნდა გადაინაწილონ და არა 60 ათასი, როგორც ამას მანამდე ვარაუდობდნენ, განაცხადა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა.
მანამდე ევროკავშირმა გაერთიანების წევრ–ქვეყნებს შორის 40–40 ათასი ლტოლვილის გადანაწილება გადაწყვიტა, რომლებიც უკვე იყვნენ ჩასულები საბერძნეთსა და იტალიაში. მათ ასევე უნდა დამატებოდათ 20 ათასი ლტოლვილი მესამე ქვეყნებიდან.
„წევრ–ქვეყნებს შორის მინიმუმ 100 ათასი ლტოლვილის სამართლიანი გადანაწილება — ეს ოსაა, რაც დღეს გვჭირდება“, — განუცხადა ტუსკმა ჟურნალისტებს უნგრეთის პრემიერ–მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.