პოროშენკოს ვებგვერდზე სააკაშვილის პრემიერად დანიშვნის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება

© facebook.com/SaakashviliMikheilმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელმოწერებისათვის 90 დღეა გამოყოფილი. პეტიციას ხელი უკვე 480–მა ადამიანმა მოაწერა, სულ საჭიროა 25 ათასი.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ელექტრონული პეტიცია მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ–მინისტრად დანიშვნის მოთხოვნით. 

„დაე, ამ ადამიანმა, ბოოსდაბოლოს, რეფორმები ჩაატაროს უკრაინაში. კმარა კორუფცია და რეფორმების დროში გაწელვა!“ — აღნიშნავს პეტიციის ავტორი, ვინმე ვიტალი ბიგუნი კომენტარში. 

ამ დროისათვის პეტიციას ხელი უკვე 480–მა ადამიანმა მოაწერა, სულ საჭიროა 25 ათასი. ხელმოწერების შესაგროვებლად სამი თვეა გამოყოფილი. 

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის პრეს–სამსახური იუწყებოდა, რომ პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ელექტრონული პეტიციების განხილვის წესს. დოკუმენტის თანახმად, პეტიცია შეიძლება განიხილოს პრეზიდენტმა, თუ სამი თვის განმავლობაში მას 25 ათასი მოქალაქე მოაწერს ხელს. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პეტიცია ათი დღის განმავლობაში უნდა განიხილოს. 


ყველა ახალი ამბავი
0