ბათუმში კატარღების ბაზირების პუნქტი გაიხსნა

© photo: Sputnikირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სადგურის მშენებლობას, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამერიკის ხელისუფლება აფინანსებდა. პროექტის ღირებულება 14 მლნ დოლარია.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში საქართველოს სანაპირო დაცვის კატარღების ბაზირების პუნქტი გაიხსნა, სადაც ერთდროულად 15 მცურავი საშუალება შეიძლება განთავსდეს. 

სადგურის მშენებლობას, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამერიკის ხელისუფლება აფინანსებდა. პროექტის ღირებულება 14 მლნ აშშ დოლარია. 

„წინა მთავრობის დროს მთელი სანაპირო დაცვა იყო იგნორირებული, არავითარი საქმიანობა არ გაწეულა ამ მიმართულებით. მე ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ აშშ-ის დახმარება გვქონდა და სათანადო ყურადღება არ ექცეოდა წინა მთავრობის დროს. ასევე, მინდა გითხრათ: ასზე მეტი მცურავი საშუალება, გემი იქნა გასხვისებული, რაც ვფიქრობ, არის ძალიან დიდი დანაშაული. ჩვენ გვსურს, დღეს დავისახოთ მიზნად, რომ შევქმნათ ძლიერი საზღვაო ფლოტი, სანაპირო დაცვა გახდეს თანამედროვე და მოდერნიზებული“, — განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც სადგურის გახსნას დაესწრო. 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლა ბერლინერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. 


ყველა ახალი ამბავი
0