თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. რაგბის ახალო ბაზა „აია არენა“, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი იქნება, გაიხსნა ოთხშაბათს, 2 სექტემბერს ქუთაისში. გახსნის ცერემონია ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ტარიელ ხიჩიკაშვილმა გამართა.
ახალი კომპლექსი 9 ჰექტარზეა განთავსებული და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მის მშენებლობაზე 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. (4.8 მილიონი დოლარი)
ბაზაზე 4 მოედანია. სამი მატჩების გამართვისთვისაა განკუთვნილი, ერთი კი სავარჯიშოდ. ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებს შეუძლიათ 5 ათასამდე გულშემატკივარი დაიტიონ. ორი სხვა 1330 და 750 მაყურებელზეა გათვლილი.
სათამაშო მოედნების გარდა, „აია არენაზე“ ასევე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, სავარჯიშო და დასასვენებელი ოთახები, ექიმის და დოპინგ კაბინეტები. ასევე გრძელდება სასტუმროს მშენებლობა სპორტსმენებისა და ტექ-პერსონალისთვის.