საქართველოს მოუწოდებენ მიიღოს ზომები შრომის უსაფრთხოების სფეროში

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Industriall Global Union-ის წარმოამდგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მიერ არ არის რატიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არცერთი კონვენცია.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ბოლო 8 წლის განმავლობაში საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით სამუშაო ადგილებზე წელიწადში 40 მდე დასაქმებული იღუპება, ხოლო 70 კი მაღალი და საშუალო სიმძიმის ტრავმებს იღებს, იტყობინება პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაცია (Industriall Global Union). არსებული მონაცემებით საერთო მაჩვენებლის 30 % (გარდაცვალება – 13 / ტრავმა – 21), საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის, ენერგეტიკის და ნავთობის და გაზის სფეროებზე მოდის.

 ამ მონაცემებს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაცია "Industriall Global Union”-თან ერთად აქვეყნებს. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდნენ. 

 Industriall Global Union-ის წარმოამდგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მიერ არ არის რატიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არცერთი კონვენცია. 

 კერძოდ, ეს ეხება: N81 – შრომის ინსპექციის შესახებ ვაჭრობისა და მრეწველობის დარგებში; N155 – შრომის უსაფრხოების და ჰიგიენის შესახებ; N176 – შახტებში შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ; N12 – შრომითი მოვალეობის შესრულების დროს დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 Industriall Global Union-ი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მძიმე მრეწველობის სექტორში დასაქმებული საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ზემოთაღნიშნული კონვენციების რატიფიცირება.

 Industriall Global Union-ის ცენტრალური ოფისი ჟენევაშია განთავსებული. იგი აერთიანებს 50 მილიონზე მეტ დასაქმებულს მეტალურგიის, სამთო და ქიმიური მრეწველობის, მუყაოსა და ქაღალდის დამზადების, ცემენტისა და რკინა-ბეტონის, რეზინისა და რეზინის ნაწარმის, შუშისა და შუშის ნაწარმის სფეროებში, მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. 


ყველა ახალი ამბავი
0