თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. „ყაზბეგი — ზემო ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე საცობები რუსული მხარის მიზეზით არის შექმნილი, განუცხადა ჟურნალისტებს 2 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი-ზემო ლარსი“ (საქართველო-რუსეთის საზღვარი), რიგში დიდი რაოდენობის ავტომანქანები დაგროვდა, იტყობინება სამშაბათს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. „იმ დროს, როცა ჩვენი მხარე უშვებს ერთ სატვირთო ავტომანქანას მაქსიმუმ წუთნახევარ, ორ წუთში, მეორე მხარეს ეს პერიოდი გაცილებით გრძელი აქვს… რიგებს სწორედ ეს იწვევს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მალფუჭებადი პროდუქტებით დატვირთული ავტომანქანების ურიგოდ გაშვებას. გარდა ამისა ურიგოდ უშვებენ ასევე ავტომანქანებს ქალებითა და ბავშვებით, ხაზგასმით აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ზემოლარსი“ ამ დროისათვის ერთადერთი მოქმედი ოფიციალური გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე, მათ შორის სომხეთის ტვირთებისთვისაც.