ოპოზიცია: პენსიების 4 დოლარით გაზრდა საზოგადოების შეურაცხყოფაა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასაკობრივი პენსიონრები საქართველოში პირველი სექტემბრიდან 160 ლარს მიიღებენ (დაახლოებით 68 დოლარი), რაც 6,6% -იანი მატებაა. ბოლოს პენსიები საქართველოში 2013 წლის სექტემბერში გაიზარდა და 150 ლარი შეადგინა.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ყველა ასაკობრივ პენსიონერს საქართველოში 2015 წლის 1 სექტემბრიდან პენსია 10 ლარით გაეზარდა. ეს თემა  „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატის ზურაბ აბაშიძის კრიტიკის საგანი გახდა. 

 „პენსია 10 ლარით გაიზარდა, თუ გადავიყვანთ გამოვა რომ ოთხი დოლარით, ჩემი აზრით, ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა იმ ფონზე, რა დაპირებებსაც კოალიცია „ქართული ოცნება“ იძლეოდა“, — განუცხადა ჟურნალისტებს აბაშიძემ. 

 ასაკობრივი პენსიონრები საქართველოში პირველი სექტემბრიდან 160 ლარს მიიღებენ (დაახლოებით 68 დოლარი), რაც 6,6% —იანი მატებაა. ბოლოს პენსიები საქართველოში 2013 წლის სექტემბერში გაიზარდა და 150 ლარი შეადგინა. 

 ერთი წლის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ — ლარმა გაუფასურება დაიწყო. 2014 წლის 26 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 34%-ით დაეცა. 

 ბოლო წელიწად ნახევრის მანძილზე, პენსიონერთა რაოდენობა საქართველოში 17 ათასი კაცით გაიზარდა და დღეს 703 ათას კაცს შეადგენს. 

 საქართველოში ქალებისათვის საპენსიო ასაკი 60 წელია, მამაკაცებისათვის კი 65 წელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0