საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შოტლანდიელებთან შესახვედრად ემზადება

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საქართველოს დედაქალაქში შოტლანდიის ნაკრები ჩამოვა და გორდონ სტრაჩანის გუნდი პირველ ვარჯიშს გამართავს, რომელიც ასევე დახურული იქნება.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა სპორტულ ბაზაზე  „ბასა“,  ოთხშაბათს 2 სექტემბერს ორი დახურული წვრთნა გამართა. 

 თბილისში უკვე ჩამოვიდა ყველა ლეგიონერი, რომლებიც შოტლანდიისა და ირლანდიის წინააღმდეგ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას. 

 საქართველოს ნაკრების მწვრთნელის კახი ცხადაძისათვის ერთადერთი დანაკარგი სანდრო კობახიძე გახდა. „ვოლინის“ ნახევარმცველმა ტრამვა მიიღო და ნაკრების რიგები დატოვა. 

 დღეს საქართველოს დედაქალაქში შოტლანდიის ნაკრები ჩამოვა და გორდონ სტრაჩანის გუნდი პირველ ვარჯიშს გამართავს, რომელიც ასევე დახურული იქნება. 

 მატჩი შოტლანდიელთა წინააღმდეგ 4 სექტემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 


ყველა ახალი ამბავი
0