2018 წელს ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში აშენდება საქაჩი სადგურები, რეზერვუარები და გამანაწილებელი ქსელი (332 კმ), იტყობინება კომპანია.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 86 მილიონ ლარს აჭარბებს, იტყობინება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. 

ამ მასშტაბურ პროექტს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში აშენდება საქაჩი სადგურები, რეზერვუარები და გამანაწილებელი ქსელი (332 კმ), იტყობინება კომპანია. 

პროექტის რეალიზაციის შედეგად, დარეგულირდება წყალმომარაგების პრობლემები რომელიც წლებია ქუთაისს აწუხებს და მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. 


ყველა ახალი ამბავი
0