თბილისი, 2 სექტმბერი — Sputnik. ეკონომიკის ექს-მინისტრისა და რეფორმატორის კახა ბენდუქიძის ქალიშვილის ანასტასია გონჩაროვას განცხადებით, რუსეთის სასამართლომ დნმ-ის ექსპერტიზა დანიშნა, რისი მეშვეობითაც გაირკვევა გონჩაროვა კახა ბენდუქიძის შვილია თუ არა.
ანასტასია გონჩაროვა საკუთარ თავს კახა ბენდუქიძის შვილს უწოდებს და ამის დასამტკიცებლად დნმ-ის ტესტის ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც მან სასამართლოს მიმართა. მისი სიტყვებით, ბენდუქიძის მეუღლეს თავიდანვე რომ ეღიარებინა მისი არსებობა, ყველაფერი სასამართლოს გზის ავლით მოგვარდებოდა.
„მოსკოვის სასამართლომ დნმ-ის ექსპერტიზის ჩატარების დღე დანიშნა! კახას მეუღლესთან ნატალიასთან ოთხთვიანი ბრძოლის შემდეგ, მიუხედავად მისი მცდელობისა დნმ-ის ნიმუშების განადგურებისა და ჩემთვისკახას ექსგუმაციის ჩატარების მოთხოვნისა — სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ყველაზე საუკეთესო გამოსავალია ჩვენს საქმეში“, — წერს გონჩაროვა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ოთხშაბათს, 2 სეტემბერს.
ანასტასია გონჩაროვამ იმედი გამოთქვა, რომ ბენდუქიძის მეუღლე სასამართლოს ექსპერტიზის ჩატარებაში ხელს არ შეუშლის.
„ნებისმიერ შემთხვევაში ეს არაჩვეულებრივი, ძალიან მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი სიახლეა გამარჯვებისა და სამართლიანობის აღდგენაში, ასევე მისი უნივერსიტეტების შენარჩნებაში“, — განმარტავს გონჩაროვა.
მანამდე გონჩაროვამ ნატალია ბენდუქიძე კახა ბენდუქიძის დნმ-ის ნიმუშების განადგურებაში დაადანაშაულა, რათა გონჩაროვას ვერ მოეხერხებინა დაემტკიცებინა კახა ბენდუქიძის შვილობა. გარდა ამისა, ანასტასიამ ასევე დაადანაშაულა ბენდუქიძის დაც, რომელიც ბენდუქიძის ქვრივს უჭერს მხარს.
გონჩაროვა პირველად 2014 წლის ნოემბერში, კახა ბენდუქიძის პანაშვიდებზე გამოჩნდა საზოგადოებაში.
ანასტასია გონჩაროვა, რომელიც დედის გვარს ატარებს, 1990 წლის 1 ნოემბერს დაიბადა, 2013 წელს ლონდონში სამეფო კოლეჯი დაამთავრა. 2015 წლის ივლისში გონჩაროვამ საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნით შესაბამის უწყებას მიმართა.
ცნობილი ქართველი რეფორმატორი კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა ლონდონში. ადგილობრივი ექსპერტიზის მონაცემებით, 58 წლის მეწარმის გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა იქცა.