თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. უკრაინამ შეიძლება დეფოლტი გამოაცხადოს თუ უმაღლესი რადა უკრაინის სახელმწიფო ვალის ნაწილის რესტრუქტურიზაციის პირობებს არ დაუჭერს მხარს, განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ გამოცემა „აპოსტროფთან" ინტერვიუში.
უფრო ადრე უკრაინის მთავრობა კრედიტორებს სახელმწიფო ვალის ნაწილის რესტრუქტურიზაციის შესახებ შეუთანხმდა. ამ კვირაში მთავრობა შეთანხმებების ფარგლებში კანონპროექტების პაკეტს მოამზადებს და რადას დასამტკიცებლად წარუდგენს.
„ასეთ შემთხვევაში დეფოლტი გამოცხადდება“, — განაცხადა იარესკომ უკრაინული გამოცემა „აპოსტროფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა.
ამასთან, მინისტრი მიიჩნევს, რომ კიევს რესტრუქტურიზაციის ამაზე უკეთესი პირობების მიღება არ შეეძლო. „დარწმუნებული ვარ, უკეთესი პირობები არ შეიძლება ყოფილიყო. დრო არ გვქონდა. ან უნდა გადაგვეხადა, ან დეფოლტი გამოგვეცხადებინა“, — განაცხადა იარესკომ.