თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოს უმსხვილესი ვიდეოჰოსტინგი YouTube 2015 წლის ბოლომდე გეგმავს ფასიანი ხელმოწერის დანერგვას, აცხადებს ინტერნეტ–გამოცემა The Verge.
ეს უპირველესად კონტენტის ტოპ–შემქმნელების ინტერესებს მოემსახურება, რომლებიც საკუთარ ვიდეო–რგოლებს მხოლოდ ფასიან მომხმარებელს მიაწვდიან. ამას გარდა, კონტენტის ასეთი შემქმნელები ხელმომწერებისგან შემოსული თანხიდან პროცენტს მიეღებენ. ასე რომ, აქვტორები პირდაპირ მაყურებლისგან მიიღებენ ფულს და არა რეკლამების ხარჯზე, წერს გამოცემა.
ხელმომწერი, ანუ ფასიანი მომხმარებელი შეძლებს არა მხოლოდ ურეკლამოდ უყუროს ვიდეოს, არამედ ინტერნეტში ჩართვის გარეშეც იხილოს ვიდეო–რგოლები, ნათქვამია სტატიაში.
The Verge შეგვახსენებს, რომ YouTube–მ ადრე უკვე გაუშვა მუსიკალური სერვისის, Music Key–ს ფასიანი ბეტა–ვერსია.
დღეისათვის YouTube–თ მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს.