თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. კიევში პარლამენტის შენობის წინ გამართულ მიტინგზე მომხდარ მოვლენებს ძალოვანებისგან შექმნილი სპეციალური ჯგუფი შეისწავლის, ნათქვამია უკრაინის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, უკრაინის პრემიერი არსენი იაცენიუკი შექმნილ დაძაბულ ვითარებაში გასარკვევად, რომლის დროსაც 3 ძალოვანი გარდაიცვალა და 150–მდე ადამიანმა სხეულის დაზიანებები მიიღო, ერთობლივი საგამოძიებო–ოპერატიული ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
„უკრაინის უმაღლეს რადასთან ტერორისტული აქტის გამოსაძიებლად, შექმნილია საგამოძიებო–ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შედიან გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინადადებით დეცენტრალიზაციის ნაწილში ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. დოკუმენტის მიღება კოალიციის სამმა ფრაქციამ გააპროტესტა. ხმის მიცემის შემდეგ რადასთან არეულობა დაიწყო.