რუსი პოეტი საქართველოში შთაგონებისათვის ჩამოვიდა

გამოწერა
თბილისში საქართველოს მწერალთა სახლში ახალგაზრდა რუსი პოეტის ირინა ასტახოვას საღამო გაიმართა. საღამოს ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ ქართველო მწერლები და პოეტები.

თბილისში საქართველოს მწერალთა სახლში ახალგაზრდა რუსი პოეტის ირინა ასტახოვას საღამო გაიმართა. საღამოს ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ ქართველო მწერლები და პოეტები.

"მე თავდავიწყებით შემიყვარდა საქართველო. გამგზავრებამდე დიდიხანს ვირჩევდი მიმართულებას. ვარიანტებად განვიხილავდი ევროპას, რუსეთს და სხვა მიამრთულებებს. მაგრამ ვიფიქრე, რომ საქართველოში უნდა წამოვსულიყავი და ოდნავაც არ ვნანობ. მე შათამაგონა ბუნებამ, ვიყავი სვანეთში, იქ საოცარი სილამაზეა. თავი ძველი აზრებისგან გამითავისუფლდა და დამებადა ახლები, რომლების საშუალებითაც ახალი ლექსები დაიწერება", — გაანცხადა ირინა ასტახოვამ.

"მე და ირამ ერთმანეთი რუსეთში გავიცანით, ჩვენ კოლეგები ვართ, მე იქ დიდხანს ვცხოვრობდი. ერთ მშვენიერ დღეს ის საქართველოში ჩამოვიდა, უბრალოდ ქვეყნის სანახავად, მის კულტურასთან და ბუნებასთან გასაცნობად. და იმდენად შეუყვარდა, რომ წასვლა ვერ შეძლო ისე, რაიმე თავადაც რომ არ დაეტოვებინა. მე ვფიქრობ, რომ ეს საღამო მნიშვნელოვანია ზუსტად იმიტომ, რომ რუსი ახალგაზრდა პოეტები ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესს იჩენენ. ისინი ჩამოდიან აქ და ამ ლამაზ საღამოებს გვჩუქნიან", — განაცხადა პოეტთან შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ქართველმა პოეტმა და საქართველოს მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა ლევან თოდაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0