თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან კობიაშვილი 1 სექტემბერს, სამშაბათს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა.
ლევან კობიაშვილის კანდიდატურა სფფ-ში საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ წარმოადგინა.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი სფფ-ს პრეზიდენტობაზე მესამე პრეტენდენტი გახდა. მანამდე თავისი კანდიდატურები წარადგინეს რევაზ არველაძემ —სფფ-ს მოქმედმა გენერალურმა მდივანმა და მამუკა კვარაცხელიამ — უეფას მედია ოფიცერმა.
სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.