აზიის განვითარების ბანკმა ბათუმის სანაპიროსთვის 20 მილიონი დოლარის კრედიტი გამოყო

© photo: Sputnik / Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზიის განვითარების ბანკმა, მდგრადი საქალაქო ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, დედაქალაქსა და საქართველოს სხვა მსხვილ ქალაქებში პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტების განხორციელების მიზნით, 2011 წელს დაამტკიცა საკრედიტო ხაზი 300 მილიონი დოლარის ოდენობით.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა თანხმობა განაცხადა საქართველოსათვის 20 მილიონი დოლარის კრედიტის გამოყოფაზე ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოების შესასრულებლად, ნათქვამია ბანკის შეტყობინებაში

 აზიის განვითარების ბანკმა, მდგრადი საქალაქო ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2011 წელს დაამტკიცა საკრედიტო ხაზი 300 მილიონი დოლარის ოდენობით, დედაქალაქსა და საქართველოს სხვა მსხვილ ქალაქებში პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტების განხორციელების მიზნით. 

 კრედიტი, რომელიც ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე მეოთხე ტრანშია, მთლიანად გაიხარჯება ბათუმის, ეროზიის საფრთხის ქვეშ მყოფი, 5 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის გამაგრებაზე. 

 აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან უჭერს მხარს. 2014 წლის მონაცემებით, ბანკის დახმარებამ, მათ შორის დამტკიცებულმა კრედიტებმა და ტექნიკური დახმარების გრანტებმა 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.  


ყველა ახალი ამბავი
0