თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა რევაზ არველაძემ თავისი წინასაარჩევნო პროგრამა სასტუმროში "Raddison" სამშაბათს, 1 სექტემბერს წარმოადგინა.
არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის პროგრამაში ყველაფერია, რაც აუცილებელია ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის.
„ჩემთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელის, ყოფილი მწვრთნელისა და ფეხბურთის ფუნქციონერისათვის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატება- ეს ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ლოზუნგია. მთავარი წარმატება კი საქართველოს ნაკრების ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა იქნება“, — განაცხადა არველაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო დადებითი შედეგის გარეშე არ აქვს აზრი მხოლოდ განვითარებაზე ფიქრს. ხოლო დადებითი შედეგი გულშემატკივრებს სტადიონზე მიიყვანს, ხოლო ბავშვებს ფეხბურთის სექციებში.
„თუკი მე ფედერაციის პრეზიდენტი გავხდები, მინდა, რომ ოთხი წლის შემდეგ უფრო მეტი ფეხბურთელი გვყავდეს ვიდრე მწვრთნელი, მეტი განათლებული მენეჯერი, მეტი ძლიერი კლუბი. და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მთავრობაც ჩაერთოს“,- თქვა არველაძემ.
პრეზენტაციის შედეგების შეჯამებისას, რევაზ არველაძემ ხაზი გაუსვა, რომ მას საკმარისი გამოცდილება და ცოდნა დაუგროვდა რათა ქართული ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოს.