საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ჩამოვიდა

© facebook.com/mod.gov.geქართულ-ამერიკული სწავლებები
ქართულ-ამერიკული სწავლებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორმხრივი მოლაპარაკებების მსვლელობისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ დელეგაციის წარმომადგენლებთან 2015-2016 წლებში აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე ისაუბრა.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა ბიუროს ანალიტიკური სამსახურის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური სამშაბათს, 1 სექტემბერს. 

 ორმხრივი მოლაპარაკებების მსვლელობისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ დელეგაციის წარმომადგენლებთან 2015-2016 წლებში აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე ისაუბრა. 

 „მხარეებმა შეხვედრაზე აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს. ასევე იმსჯელეს ნატოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებაში ამერიკული მხარის ჩართულობასა და 2015-2016 წლებში აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე“ — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 აშშ-ს გეგმებზე, გამოყოს საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის 20 მილიონი აშშ დოლარი ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივის ფარგლებში (European Reassurance Initiative), ცნობილი გახდა აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის მის ამერიკელ კოლეგა ეშტონ კარტერთან შეხვედრის შემდეგ. 

 სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებთანაც გამართავენ შეხვედრებს.


ყველა ახალი ამბავი
0