თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. თბილისის 25 მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერიის პრეს-სამსახური სამშაბათს, 1 სექტემბერს იტყობინება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა მიწისქვეშა გადასასვლელების ტექნიკური დათვალიერება. დადგინდა საძირკველის, კიბეების საფეხურების და ა.შ. დაზიანების ხარისხი.
„სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათი დასრულების შემდეგ, სრულად განათდება ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი… გადასასვლელებში არსებული ვიდეო კამერებისათვის სპეციალური რკინის ცხაურები მოეწყობა“- ნათქვამია მერიის შეტყობინებაში.