თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ოპოზიციურ პარტიათა ბრიფინგი თემაზე: რა გავლენას მოახდენს საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე?“ შედგება „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ოთხშაბათს, 2 სექტემბერს, 13:00 საათზე.
საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრი ღონისძიებათა იმ პაკეტის ჩარჩოში გაიხსნა, რომელიც ქვეყანას ნატოს წევრობაში უნდა დაეხმაროს. სასწავლო ცენტრში ალიანსის და ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მოემზადებიან.
ბრიფინგის მონაწილეები:
— საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თემურ ფიფია;
— პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია.
„რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი:
თბილისი, რუსთაველის გამზირი 2. თბილისის ა.გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა. მე-8 სართ. ოფისი 808.
ტელ: 2244677