ფოთში სატვირთო ავტომანქანა გაზის მილს შეეჯახა

გამოწერა
შეჯახების შედეგად გაზის მილი მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის საფუძველზეც შემთხვევის ადგილის მახლობლად მდებარე ასფალტის ქარხანას ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდა.

თბილისი, 1სექტემბერი – Sputnik. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ფოთში გაზის მილს შეეჯახა, ინფორმაციას ფოთის მერიაზე დაყრდნობით ქართული მედია სამშაბათს, 1 სექტემბერს ავრცელებს.

შეჯახების შედეგად გაზის მილი მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის საფუძველზეც შემთხვევის ადგილის მახლობლად მდებარე ასფალტის ქარხანას ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში შეიზღუდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

შეჯახების გამო სატვირთო ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული წესით – 250 ლარით დაჯარიმდა.


ყველა ახალი ამბავი
0