დავით უსუფაშვილმა აშშ–ში ორმხრივი შეხვედრები გამართა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს შენობა ნიუ–იორკში
გაეროს შენობა ნიუ–იორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით უსუფაშვილის შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ან ბრასერთან.

თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებული პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციის პარალელურად, აშშ–ში მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა, იუწყება პარლამენტის პრეს–სამსახური სამშაბათს, 1 სექტემბერს.

კონფერენცია, რომელშიც დავით უსუფაშვილი იღებს მონაწილეობას, გაეროს შტაბ–ბინაში 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

უსუფაშვილმა უკვე გამართა შეხვედრები საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე–პრეზიდენტთან ლორენს დუმონთან (Laurence Dumont), ჩეხეთის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან იან ჰამაჩეკთან (Jan Hamacek) და შვედეთის რიკსდაგის სპიკერთან ურბან აჰლინთან (Urban Ahlin).

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით უსუფაშვილის შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ან ბრასერთან.

დავით უსუფაშვილის ვიზიტი აშშ–ში 3 სექტემბერს დასრულდება.

პარლამენტის სპიკერების პირველი მსოფლიო კონფერენცია 2000 წელს ჩატარდა და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფორუმში მესამედ იღებს მონაწილეობას.

 


ყველა ახალი ამბავი
0