პროკურატურა: შს მინისტრის ყოფილი მოადგილე თავის მოკვლას ცდილობდა

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის ლევან გვაზავა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მდგომარეობა მძიმეა, ამბობს ადვოკატი.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან გვაზავას წინააღმდეგ, რომელმაც სასიკვდილოდ დაჭრა საკუთარი ბიძაშვილი რევაზ კალომლეწავი, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ინციდენტის შემდეგ, პროკურატურის ვერსიით, გვაზავამ საკუთარი იარაღით თავის მოკვლა სცადა. იგი მძიმე ჭრილობებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. 

ინციდენტი 28 აგვისტოს, დაბა კოჯორთან ახლოს მოხდა. ლევან გვაზავა თავის ბიძაშვილთან და კიდევ ორ მგზავრთან ერთად „მერსედესის“ მარკის ავტომობილით მოძრაობდა. 

„გვაზავას დამნაშავეობის საკითხი არ დგას და ეს ბუნებრივია, რამდენადაც საქმე აღძრულია ფაქტზე და არა გვაზავას წინააღმდეგ. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. სანამ დასკვნა არ დაიდება, არ გაუმჯობესდება [გვაზავას] ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის ლაპარაკს არ შეძლებს, ბუნებრივია ვინმეს დანაშაულზე  საუბარი ალოგიკურია“, — განაცხადა მედიასთან ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა 31 აგვისტოს. 

ამ დროისათვის ლევან გვაზავა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მდგომარეობა მძიმეა, ამბობს ადვოკატი. 

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ორი მუმხლითაა აღძრული: „წინასწარ განზრახვით მკვლელობა“ და  „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების კანონსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადატანა, გაგზავნა ან გაყიდვა“. 

 


ყველა ახალი ამბავი
0