"ალი და ნინო" ბათუმის სტუმრებს კვლავ გაახარებს

© https://www.facebook.com/BatumiBoulevard?fref=ts&hc_location=ufi"ალი და ნინო"
ალი და ნინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან „ალი და ნინოს“ სკულპტურისთვის ადგილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ის, რომ ზღვის წყალი ძეგლის ფუნდამენტს აზიანებდა.

თბილისი, 1სექტემბერი – Sputnik. „ალი და ნინოს“ ცნობილი მოძრავი სკულპტურა, რომლის დემონტაჟმაც ქართულ საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია, კვლავ ფუნქციონირებს, აღნიშნულ ინფორმაციას ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ქართული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან „ალი და ნინოს“ სკულპტურისთვის ადგილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ის, რომ ზღვის წყალი ძეგლის ფუნდამენტს აზიანებდა.

ამჟამად „ალი და ნინოს“ სკულპტურა ზღვის სანაპიროდან 50 მეტრშია განთავსებული.

მოძრავი სკულპტურის დემონტაჟისას „ნინო“ დაზიანდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ძეგლის დაზიანება დემონტაჟისას ბაგირის გაწყვეტით ახსნა.  

ქანდაკების დაზიანების ფაქტმა სოციალური ქსელი წალეკა. საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება არა მარტო საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ ბათუმის სტუმრებმაც გამოხატეს, რომელთათვისაც „ალი და ნინოს“ მოძრავი სკულპტურა ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

სკულპტურის დემონტაჟი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „არნაბი 21“–მა განახორციელა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განმარტებით, „ნინოს“ სკულპტურის რეაბილიტაციის ხარჯები კომპანიამ სრულად დაფარა.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0