კუნძულ ლესბოსზე 15 ათასზე მეტი მიგრანტი იმყოფება

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთის დროშა
საბერძნეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლესბოსს ორი ხომალდი მიადგება, რომლებითაც კუნძულზე მყოფ ოთხი ათასზე მეტ მიგრანტს პირეოსის პორტში გადაიყვანენ.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე 15 ათასზე მეტი მიგრანტი იმყოფება. მათ ყოველდღიურად ემატებათ ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილი ასობით მიგრანტი, იუწყება სააგენტო DPA საბერძნეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენელზე დაყრდნობით. 

მისი თქმით, ლესბოსს ორი ხომალდი მიადგება, რომლებითაც კუნძულზე მყოფ ოთხი ათასზე მეტ მიგრანტს პირეოსის პორტში გადაიყვანენ. 

ლესბოსის მოსახლეობა დაახლოებით 85 ათასი კაცია, რომელთაგან 30 ათასი საპორტო დედაქალაქ მიტილინში ცხოვრობს. სწორედ იქ არის თავმოყრილი მიგრანტთა უმეტესობა. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ლტოლვილთა რაოდენობით, რომელთა შორის მრავლად არიან სამოქალაქო ომს თავგარიდებული სირიელები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასობით ლტოლვილი ჩადის თურქეთიდანაც, რომლის სანაპიროც კუნძულიდან სულ 15 კმ–თია დაშორებული. 

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, ბერძნულ ხომალდებს ათასობით მიგრანტი გადაჰყავთ მატერიკზე, საიდანაც ისინი ევროპის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილისკენ იღებენ გეზს. მიგრანტთა მოზღვავება განსაკუთრებით იგრძნობა საბერძნეთში, მაკედონიაში, სერბეთსა და უნგრეთში. 

სულ 2015 წლის 8 თვეში ევროკავშირის საზღვრები  340 ათასმა მიგრანტმა გადაკვეთა. და ეს მაშინ, როცა შარშან მთელი წლის განმავლობაში მათმა რაოდენობამ 280 ათასი შეადგინა. ამასთან ევროკავშირის სანაპირო სააგენტო Frontex აღნიშნავს, რომ არალეგალი მიგრანტების ძირითადი ნაწილი სირიელები და ავღანელები არიან, რომლებიც საბერძნეთში თურქეთის გავლით ჩავიდნენ. 

 


ყველა ახალი ამბავი
0