თბილისის ამბასადორიალი ოთხშაბათს გაიხსნება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბასადორიალის სამუშაო სესიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმა სრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, დეპუტატები, უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. ასევე გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2–4 სექტემბერს უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრას, ამბასადორიალს გამართავს. 

ამბასადორიალის გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ საქრათველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვლი, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. გახსნას ასევე დაესწრებიან უცხოეთის დიპკორპუსის წარმომადგენლები და ქართველი პოლიტიკოსები, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახური. 

ამბასადორიალის სამუშაო სესიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, დეპუტატები, უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. ასევე გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან. 

„2015 წლის ამბასადორიალზე გაიმართება მსჯელობა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე შეფასდება დიპლომატიური სამსახური მიერ გაწეული საქმიანობა და განისაზღვრება მომდევნო წლის საქმიანობის პრიორიტეტები“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ამბასადორიალის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით სიტყვით მიმართავს საქართველოში ვიზიტად მყოფი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ამას გარდა, ამბასადორიალი 2015-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო ფესტივალ "ღამის სერენადებთან" ერთად, საქველმოქმედო საღამოს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც უწყება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ახალგაზრდებს უმასპინძლებს. 

უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ამბასადორიალი 15 წელზე მეტია იმართება ბოლო ექვსი წლის განმავლობაში შეხვედრა სექტემბრის პირველ კვირაში ტარდება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0