თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. „ნორიოს“ საწვრთნელი ცენტრის მახლობლად, I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა საშტატო იარაღიდან გასროლით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური სამშაბათს, 1 სექტემბერს.
ინციდენტი თბილისის დროით 06:50 სთ–ზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია რიგითი ჯარისკაცის წერილი.
თავდაცვის უწყება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით – „თვითმკვლელობამდე მიყვანა“. საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.
აღნიშნული დანაშაული თავისუფლების ორიდან ოთხ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.