საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

© Government of Georgiaსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აგვისტოს თვეში ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მთავრობაში დაგეგმილი მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ. „არასასურველი მინისტრების“ ჩამონათვალში ოთხი მინისტრი – ფინანსთა, იუსტიციის, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მოხვდნენ.

თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს, 1 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრის დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა.

„ეს კიდევ უფრო აამაღლეს მთავრობის მუშაობის ეფექტურობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარისას. საქართველოს ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი ჩაანაცვლა.

პრემიერ–მინისტრის განმარტებით, კვირიკაშვილი ვიცე–პრემიერის თანამდებობას შეინარჩუნებს. თუ სად გააგრძელებს მოღვაწეობას ექს–მინისტრი ბერუჩაშვილი, გადაწყვეტილებას ამის შესახებ ახალი მინისტრი მიიღებს.

პრემიერ ღარიბაშვილის წარდგენის შემდეგ საგარეო საქმეთა მომავალმა მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მას საერთაშორისო არენაზე დაგეგმილი აქვს საქართველოს საუკეთესო კუთხით წარმოჩენა.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო უწყების პრიორიტეტად რჩება, აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 „განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება ასევე ეკონომიკურ ურთიერთობებზეც დასავლეთის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები აქვს და გვსურს, რომ ეკონომიკურ სფეროშიც ურთიერთობების ამ დონის ტრანსფორმირება მოხდეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე თბილისის ვიცე–მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა.

ღარიბაშვილმა ქუმსიშვილს წარმატებული ეკონომისტი უწოდა და აღნიშნა, რომ „იგი არსებულ გამოწვევებს თავს გაართმევს“.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგის მსვლელობისას სამინისტროს პრიორიტეტები დაასახელა.

 „კერძო სექტორის გაფართოება,  ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის სფეროს განვითარება, ექსპორტის სფეროში საქართველოს პოტენციალისა და სატრანზიტო ფუნქციის გაზრდა, საპენსიო რეფორმა – სწორედ ესაა ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტები“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ქვეყნის სტაბილური ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელია მთავრობის მიერ აღებული კურსის შენარჩუნება, აღნიშნა ეკონომიკის ახალმა მინისტრმა.

„ახლა უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რათა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაწყებული ყველა რეფორმა და პროექტი წარმატებით დასრულდეს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

აგვისტოს თვეში ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მთავრობაში დაგეგმილი მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ. „არასასურველი მინისტრების“ ჩამონათვალში ოთხი მინისტრი – ფინანსთა, იუსტიციის, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მოხვდნენ.

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა ექს–მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ მისი გადადგომის შესახე ინფორმაცია მედიიდან შეიტყო. კომენტარზე უარს აცახდებდა გიორგი კვირიკაშვილიც.

გიორგი კვირიკაშვილს ილინოისის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული. მას საქართველოს სხვადასხვა ბანკებსა და უცხოეთის საკონსულტაციო კომპანიებში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა. 2006–2011 წლებში იყო „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი, 2012 წლიუს ოქტომბრიდან – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2013 წლის ივლისში ვიცე–პრემიერის პორტფელი ჩაიბარა.

მიმდინარე წლის მარტში დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისი ვიცე–მერის თანამდებობაზე დაინიშნა. მანამდე იგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო. ქუმსიშვილი ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0