საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი იანვარ–ივლისში 55,2%–ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთი
ჩინეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2014 წლის იანვარ–ივლისთან შედარებით, 2015 წლის შესაბამის პერიოდში ჩინეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 16,1%–ით შემცირდა და დაახლოებით 353,5 მლნ აშშ დოალრი შეადგინა.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოდან ჩინეთში 2015 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 55,2%-ით (24 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა და  67,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ექსპორტის საერთო მოცულობის 3,1%–ია, აცხადებენ „საქსტატში“.

საანგარიშო პერიოდში ჩინეთში 2.2 ათასი ტონა, ანუ 10,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის ჯართია ექსპორტირებული, რაც 670 ათასი აშშ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.  

მიმდინარე წელს 3,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი განხორციელდა, რაც 842,5 ათასი აშშ დოლარით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აღნიშნულ პერიოდში საპილენძის მადნეულისა და კონცენტრატების ექსპორტმა 53 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 24 მლნ აშშ დოლარით მეტია 2014 წლის იანვარ–ივლისთან შედარებით. 

ამავდროულად, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულია ჩინეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობის კლება. 2015 წლის იანვარ –ივლისში 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 6,1%–ით შემცირდა და დაახლოებით 353,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც იმპორტის საერთო მოცულობის 4,9%–ია. 

საანგარიშო პერიოდში გამოთვლითი მანქანებისა და მათი ბლოკების იმპორტი 8.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 11.3,ლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სატელევიზიო კავშირის მიმღებიუ აპარატურის იმპორტი დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 12 მლნ–მდე აშშ დოლარი შეადგინა. 

2015 წლის იანვარ–ივლისის მონაცემებით, ჩინეთი მესამე ადგილზეა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა შორის. საქართველოს საგარეო ვაჭრობამ ჩინეთთან მოცემულ პერიოდში 421 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9,4%–ით ნაკლებია 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მოცემულ პერიოდში ჩინეთთან ბრუნვამ საერთო საგარეო ბრუნვის 4.5 % შეადგინა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0