ინგა გრიგოლია კვლავ არასასურველი გახდა?

© https://www.facebook.com/qeti.grigolia.5?fref=tsტელეწამყვანი ინგა გრიგოლია
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინგა გრიგოლია, რომელიც ცნობილია გადაცემის წაყვანის თავისი მკაცრი და ზოგჯერ აგრესიული მანერითაც კი, კვლავ ვიღაცისათვის არასასურველი გახდა, თავისი ხმამაღალი, მომთხოვნი ტონით. მის გადაცემებს სხვადასხვა არხზე ადრეც ხურავდნენ და არა ერთხელ.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო ერთროულად დახუროს პოპულარული ტელეწამყვანის ინგა გრიგოლიას ორი მაღალრეიტინგული თოქ-შოუ — „რეაქცია“ და „იმედის კვირა“. გადაცემების პროდიუსერები და ჟურნალისტები აღშფოთებული არიან არხის  ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით და დასაბუთებულ განმარტებებს ითხოვენ.

 არხის ხელმძღვანელობა გადაცემების დახურვას იმით ხსნის, რომ აპირებს სრულად შეცვალოს არსებული ფორმატი და შეიმუშაოს ხარისხობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელიც მაყურებლის წინაშე 2016 წელს წარსდგება. ამასთან, ტელეკომპანიამ მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს, ვინც თოქ-შოუების შექმნაზე მუშაობდა. 

 პირველი არ არის

 ისტორია მეორდება. ინგა გრიგოლია, რომელიც ცნობილია გადაცემის თავისი მკაცრი და ზოგჯერ აგრესიული წაყვანის მანერითაც კი, კვლავ ვიღაცისათვის არასასურველი გახდა თავისი ხმამაღალი, მომთხოვნი ტონით. მის გადაცემებს სხვადასხვა არხზე ადრეც ხურავდნენ და არა ერთხელ. დღესაც, ისევე როგორც ადრე, ტელეწამყვანი გადაცემების დახურვაში მიზეზს პოლიტიკურ კონტექსტში ხედავს და არ გამორიცხავს, რომ ამჯერად შეკვეთა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის — ბიძინა ივანიშვილიასგან მოდიოდა. სწორედ ის, ჟურნალისტის თქმით, იღებს მსგავს გადაწყვეტილებებს ქვეყანაში. 

 „თუ ვიტყვი, რომ ძალიან გავნაწყენდი, ტყუილი იქნება, რადგან მე მივეჩვიე გადაცემების დახურვას… ასეთი რამ ჩემს თავს ნებისმიერი ხელისუფლების დროს ხდებოდა. ასე მოხდა ახლაც… არ არის გამორიცხული, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიერაა მიღებული… ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რათა არჩევნების წინ მე ეკრანზე არ ვყოფილიყავი… ფაქტია, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს, რომელსც აქვს თავისი მოსაზრება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მედია. ის ადგენს მედია სტანდარტებს“, — განაცხადა გრიგოლიამ.

 გაგებით მოეკიდეთ

 გრიგოლია თვლის, რომ „იმედი“, კერძო ტელევიზიაა. აქვს ყველა უფლება მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები და გადაწყვიტოს, რომელი გადაცემაა საჭირო და რომელი  - არა.

 „ამიტომ როგორც ჩვენთან ამბობენ მე „გაგებით მოვეკიდე“ გადაწყვეტილებას, რომელიც თითქოს მათ მიიღეს და რომელიც თითქოს სულაც არ ყოფილა პოლიტიკური“, — განაცხადა გრიგოლიამ.

 ჟურნალისტი ტელეარხის ხელმძღვანელობას მხოლოდ ერთი თხოვნით მიმართავს — უმუშევრად ნუ დატოვებენ პროდიუსერებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ყველა იმ თანამშრომელს, ვინც მისი გადაცემის შექმნაზე მუშაობდა. 

 რთული ისტორია

 ტელეკომპანია „იმედი“ თავის დროზე მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში იყო. სწორედ ამ ტელეკომპანიის ოფისში შეიჭრა სპეცდანიშნულების რაზმი 2007 წელს, ოპოზიციის აქციის დარბევის შემდეგ.  

 ოლიგარქის სიკვდილის შემდეგ, თავისი უფლებები ტელეკომპანიაზე გარდაცვლილის ნათესავმა ჯოზეფ კეიმ წარმოადგინა და სხვადასხვა შეთანხმებების შედეგად, ტელეკომპანია „Georgian media production group LLC  Company”-ს ხელში აღმოჩნდა. ხელისუფლების სათავეში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ტელეარხი მილიარდერის ოჯახს დაუბრუნდა და მისი ქვრივი ინა გუდავაძე საზოგადოებას დაპირდა, რომ უზრუნველყოფდა ტელეარხის ობიექტურობასა და დამოუკიდებლობას. 

 ვის ვისი ეშინია?

 სატელევიზიო სკანდალზე კომენტარებს ხელისუფლების წარმომადგენლებიც აკეთებენ. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამორიცხავს მედიაზე რაიმე სახის ზეწოლას. მისი თქმით, ყველა არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკა თავისუფალია და ხელისუფლება მათში არ ერევა. 

 „დღეს მედია უპრეცედენტოდ თავისუფალია. დღეს ჩვენ მოვიტანეთ ის, რაც წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ეს არის ის, რომ ჟურნალისტს არ ეშინია ხელისუფლების, მოქალაქეს არ ეშინია ხელისუფლების და ყველა არის თავისუფალი, რომ თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და რაც მედიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავისუფლად გაავრცელოს ინფორმაცია", — განაცხადა წულუკიანმა, რომელმაც ამასთან აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „იმედზე“ მიმდინარე მოვლენების დეტალების საქმის კურსში არ არის.

 ამავე დროს, ტელეარხის თანამშრომელთა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თოქ-შოუს ტონით.

 „საეჭვოა კომერციულ არხს ისეთი მაღალრეიტინგული, პოპულარული და კომერციულად მომგებიანი გადაცემები როგორიცაა „ რეაქცია „ და „ იმედის კვირა“ საკუთარი ნებით შეეჩერებინა, ახალი სატელევიზიო სეზონის დასაწყისში, თან არჩევნებამდე 1 წლით ადრე“, —ნათქვამია განცხადებაში.

 კამათი „იმედის“ ირგვლივ გრძელდება. ამ ზაფხულის განმავლობაში ეს უკვე მეორე მსხვილი მედია-სკანდალია საქართველოში. მანამდე სასამართლომ ყადაღა დაადო ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხის „რუსთავი 2“-ის ქონებას, რითაც ერთ-ერთი ყოფილი მფლობელის —  ქიბარ ხალვაშის სარჩელი დააკმაყოფილა. ხალვაში აცხადებს, რომ მას თავის დროზე ტელეკომპანიის წილი ზეწოლის შედეგად იძულებით დაათმობინეს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0