საქართველოს სამხედრო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდული რეჟიმი დაწესდა

© photo: Sputnik / Eduard Pesov / გადასვლა მედიაბანკშიდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დარიალის ხეობაში შეზღუდული რეჟიმი 2015 წლის 31 აგვისტოდან 07 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრის მახლობლად, დარიალის ხეობაში, შემოღებულია ავტოტრანსპორტით მოძრაობის შეზღუდული რეჟიმი. ამის შესახებ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ორშაბათს, 31 აგვისტოს იტყობინება. 

 „ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა; მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე; მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის  და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე, (ინტენსიური ნალექების შემთხვევაში მოძრაობა აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე.) საღამოს 20:30 სთ–დან ღამის 00:00 სთ–მდე მოძრაობისას აკრძალულია ერთდროულად ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით ერთზე მეტი (მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი  და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება; დროის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, — ნათქვამია დეპარტამენტის შეტყობინებაში. 

 დარიალის ხეობაში შეზღუდული რეჟიმი 2015 წლის 31 აგვისტოდან 07  სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს. 


ყველა ახალი ამბავი
0