თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „იმედმა" განაცხადა ორი რეიტინგული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის „რეაქციისა“ და იმედის კვირის“ დახურვის შესახებ.
აღნიშნული თოქ-შოუების პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა, თოქ-შოუს წამყვანის ინგა გრიგოლიას მეთაურობით, უკმაყოფილება გამოთქვეს არხის ხელმძღვანელობასთან და ითხოვენ გადაცემების დახურვის მიზეზის დაზუსტებას.
არხის ხელმძღვანელობა გადაცემების დახურვას იმით ხსნის, რომ აპირებს სრულად შეცვალოს არსებული ფორმატი და შეიმუშაოს ხარისხობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელიც მაყურებლის წინაშე 2016 წელს წარსდგება.
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანია “იმედმა“ მისი თოქ-შოუ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით დახურა.
„არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო… რადგან ფაქტია, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს, რომელსაც აქვს თავისი მოსაზრება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მედია. ის ადგენს მედია სტანდარტებს“, — განაცხადა გრიგოლიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.