თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება, რომ შუალედური საპარლამენტო არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
„საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით შედგება საგარეჯოს და მარტვილის საარჩევნო ოლქებში, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში“, — განაცხადა 31 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.
საარჩევნო კომისია მზადაა არჩევნები პროფესიონალურ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩაატაროს, აღნიშნა მიქელაძემ.