მამრაძე: საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“ რუსეთთან ერთად უნდა ებრძოლოს

გამოწერა
„ისლამოფაშიზმს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ისლამთან. სამწუხაროდ ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილი მაინც ექცევა ამ იდეების გავლენის ქვეშ“, - აღნიშნავს ექსპერტი.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ მთელი კავკასიის პრობლემა გახდება, თუ რუსეთთან ერთად არ იქნება მიღებული კოორდინირებული ზომები, თვლის სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი პეტრე მემრაძე. 

 ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დღეისათვის მსოფლიო უსფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. სამი წლის განმავლობაში ტერორისტებმა მოახერხეს სირიისა და ერაყის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცება. გარდა ამისა ისინი ცდილობენ თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციონ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, კერძოდ ლიბია. 

  „თუკი ეხლავე არ იქნება მიღებული კომპლექსური, კოორდინირებული ზომები რუსეთთან ერთად, რათა ყველაფერი ძირშივე იქნეს აღკვეთილი, რა თქმა უნდა მშვიდობიანი გზით… შესაძლოა დადგეს დრო, როცა „ისლამური სახელმწიფო“ პრობლემა გახდება მთელი კავკასიისათვის… საფრთხე დიდია, რადგან ჩვენ ვიცით რა ხდება იმ ტერიტორიებზე, სადაც ისლამოფაშიზმი ნებისმიერი ფორმით შეიჭრა. ეს ძალიან დიდი… ფიზიკური საფრთხეა, რომელიც დღეს არსებობს და მისი მნიშვნელობის დაკნინება არ შეიძლება“, — აღნიშნა მამრაძემ. 

 დღეისათვის კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს გავლენა არც ისე დიდია, მაგრამ ისინი ცდილობენ მიიმხრონ მუსულმანი ახალგაზრდობის ნაწილი, თვლის ექსპერტი. 

 „ისლამოფაშიზმს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ისლამთან. მაგრამ სამწუხაროდ ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილი მაინც ექცევა ამ იდეების გავლენის ქვეშ. ამასთან ეს არის ახალგაზრდობა ევროპიდან, აშშ-დან, სამწუხაროდ ჩერდილოეთ კავკასიიდან და საქართველოდან“, — აღნიშნა მან. 

 სხვადასხვა შეფასებებით, „ისალმური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 90 ათასი კვადრატული კილომეტრია. ტერორისტებმა განაცხადეს ე.წ „ხალიფატის“ შექმნის შესახებ, თავისი კანონებითა და სახელისუფლებო ორგანოებით. ამ ექსტრემისტული ორგანიზაციის შესახებ მონაცემები ასევე დაუზუსტებელია — 50 ათასიდან 200 ათას მებრძოლამდე. 

 „ისლამურ სახელმწიფოსთან“  ბრძოლის ერთიანი ფრონტი არ არსებობს. დაჯგუფებას სირიისა და ერაყის სამთავრობო ძალები ებრძვიან. საერთაშორისო კოალიცია აშშ-ს ხელმძღვანელობით (ჯერჯერობით საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლება), ასევე ქურთები და ლივანისა და ერაყის შიიტი ამბოხებულები. 

საბრძოლო მოქმედებების შედეგად ასეულობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე მილიონი დევნილად იქცა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0