თბილისში 233 მრავალბინიანი კორპუსი შენდება

© https://www.facebook.com/AdjaraGovGe?fref=ts"ორბი ბიჩ თაუერის" მშენებლობა
ორბი ბიჩ თაუერის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალი სამი წლის განმავლობაში 1 კვმ საცხოვრებელი ფართის ფასი 2.3%–ით აიწევს. პოზიტიური დემოგრაფიული ცვლილებები და იპოთეკურ კრედიტებზე გაიოლებული პირობები ხანგრძლივ პერიოდზე მოთხოვნას ზრდის.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. თბილისში საერთო საცხოვრებეი კაპიტალი 344 ათას საცხოვრებელ ერთეულს შეადგენს, რომის უდიდესი ნაწილი 1960–1990–იან წლებშია ა გებული და უკვე ავარიულ მდგომარეობაშია.  2013–2016 წლებში დაგეგმილია 21 ათასი საცხოვრებელი სახლის დამატება, ნათქვამია თბილისის უძრავი ქონების ბაზრის 2014 წლის კვლევაში. 

„თბილისის უძრავი ქონების ბაზრის კვლევა 2014“  განხორციელდა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საპარტნიორო ფონდის ინიციატივით. კვლევა განახორციელა უძრავი ქონების საერთაშორისო კომპანია „Colliers International–მა“.

თბილისში საშუალო საცხოვრებელი ფართი ერთ სულ მოსახლეზე 23 კვ.მ–ს შეადგენს. ყველაზე დიდი საცხოვრებელი ფართები განლაგებულია ვაკე–საბურთალოს რაიონებში, ხოლო ყველაზე პატარა — ჩუღურეთისა (5.4 კვ.მ) და  ნაძალადევის (6,7 კვ.მ) რაიონებში, ნათქვამია დოკუმენტში. 

2013 წელს, გაცემული იპოთეკური სესხების საერთო ოდენობამ შეადგინა 691 მილიონი აშშ დოლარი, რაც ორჯერ მეტია 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით, და 31%-ით მაღალია 2011 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. 2013 წელს გაცემული სესხების დიდი ნაწილი გაიცა დეკემბერში (149 მილიონი აშშ დოლარი), რაც  გამოწვეული იყო კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთის შემცირებით. 

2014 წელს, იპოთეკური სესხების ოდენობა გაიზარდა 30%-ით და შეადგენდა 541 მილიონ აშშ დოლარს.  დღესდღეობით საპროცენტო განაკვეთი არის 10%, ეს კი საკმაოდ მაღალია საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით. 

დღეს თბილისში 233 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის მიწის საერთო ფართობი 1 031 000 მ²–ს შეადგენს, ხოლო სამშენებლო ფართობი 2 900 000 მ²-ს. საერთო მიწოდების 45% შეადგენს საშუალო და დაბალ სეგმენტს, მხოლოდ 10% წარმოადგენს პრემიუმ სეგმენტს. 

საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მზარდია. ყოველწლიურად იზრდება ბაზარზე განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობაც. 2009 წლიდან საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 5%-ს შეადგენდა. 2012 წელს ტრანზაქციების რაოდენობა შეადგენდა 774 მილიონ აშშ დოლარს, 2013 წელს მაჩვენებელი 7%-ით, ხოლო 2014 წელს 6%-ით გაიზარდა და 882 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი  მზარდი მოთხოვნა-მიწოდებით ხასიათდება. ამავდროულად, ამ ხნის განმავლობაში ფასზე ცვლილება არ შეინიშნება.

1მ² საცხოვრებელი ფართის გასაყიდი ფასი სეგმენტების მიხედვით $630-$1680-ის ფარგლებში მერყეობს. რა  თქმა უნდა, ფასი დამოკიდებულია ბინის ადგილმდებარეობასა და მის მდგომაეობაზე. 

მომდევნო სამი წლის განმავლობაში 1 კვმ საცხოვრებელი ფართის ფასი 2.3%–ით აიწევს. პოზიტიური დემოგრაფიული ცვლილებები და იპოთეკურ კრედიტებზე გაიოლებული პირობები ხანგრძლივ პერიოდზე მოთხოვნას ზრდის. 


ყველა ახალი ამბავი
0